ხშირად დასმული კითხვები
ვამატებ პროექტს და ამზომველის შესაბამის ველში ვერაფერს ვწერ, სისტემა კი ამ ველის შეუვსებლად არ აგენეირებს პროექტს. როგორ მოვიქცე?
შესაბამის გვერდზე უნდა დაამატოთ თქვენი ამზომველები(დააკლიკეთ თქვენს ექაუნთს საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში და ჩამოშლილი მენიუდან აირჩიეთ "ამზომველები") . ამის შემდეგ პროექტის დამატებისას გამოგიჩნდებათ ყველა თქვენი ამზომველი და შეძლებთ ამორჩევას.
მეთოდში ვირჩევ - რეალური დროის რეჟიმი (RTK), ხოლო დაგენერირების შემდეგ შეიპ ფაილის ატრიბუტულ ცხრილში მიჩვენებს d.a.a.; ჩანაწერს, ეს შეცდომაა თუ ესე უნდა იყოს?
არა ეს შეცდომა არ არის, იხ. საქართველოს მთავრობის დადგენილება #388, მუხლი 7, პუნქტი 25, ქვეპუნქტი დ.
პროექტის ატვირთვის შემდეგ, შესავსებ ველებში აუცილებელია შევავსოთ, მობილურის ნომერი და დაინტერესებული პირის მისამართი?
მობილურის ნომერი და დაინტერესებული პირის მისამართის შევსება საკადასტრო მიზნებისთვის აუცილებლი არ არის, ზემოთ ხსენებული ინფორმაცია გამოიყენება ხელშეკრულებასა და მიღება ჩაბარების აქტის დაგენერირების დროს
რისთვის არის საიჭირო - საკადასტრო კოდი (გაერთიანება)?
საკადასტრო ნაკვეთების გაერთიანების შემთხვევაში, საკადასტრო კოდი (გაერთიანება)-ის ველში უნდა ჩაიწეროს გასაერთიანებელი ნაკვეთების საკადასტრო კოდები.
რას აკეთებს ღილაკი "დამახსოვრება"?
დამახსოვრებისას ხდება თქვენს მიერ ატვირთული საკადასტრო ნაზახის და შესაბამის ველებში შეყვანილი ინფორმაციის პროექტის სახით შენახვა. ამ ეტაპზე არ ხდება shape და pdf ფაილების შექმნა და შესაბამისად ქულა არ გეჭრებათ . შეგიძლიათ რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ და შეცვალოთ ინფორმაცია და დაამახსოვროთ.
რას აკეთებს ღილაკი "დაგენერირება"?
მას შემდეგ რაც შეიყვანთ ყველა საჭირო ინფორმაციას, თქვენთ შეძლებთ პროექტის დაგენერირებას, რაც გულისხმობს shape ფაილების მომზადებას და pdf ფაილის შექმნას. სწორედ დაგენერირებისას მოგეჭრებათ 1 ქულა. ყოველ ატვირთულ პროექტზე ქულა გეჭრებათ მხოლოდ პირველი დაგენერირებისას. შეგიძლიათ რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ შეცვალოთ ინფორმაცია, დაამახსოვროთ და დააგენერიროთ.
როგორ შევავსო მისამართი დაბის შემთხვევაში? მაგალითდ: დაბა წყნეთი, რუსთველის 15?
პირველ რიგში უნდა აირჩიოთ მუნიციპალიტეტი/ქალაქი, შემდეგ მისამართში ჩაწეროთ კონკრეტული დაბა და შემდეგ კონკრეტული მისამართი. თქვენი მოცემული მაგალითის შემთხვევაში იქნება ესეთი თანმიმდევრობით: მუნიციპალიტეტი/ქალაქი-დან უნდა ამოირჩიოთ ქ. თბილისი და ნაკვეთის მისამართი-ში ჩაწეროთ: დაბა წყნეთი, რუსთველის 15
როდესაც აზომვებს არ ვაკეთებთ GPS-ით, ამ შემთხვევაში აზომვის მეთოდიდან რომელი უნდა ამოვირჩიოთ?
როდესაც აზომვებს არ აკეთებთ GPS-ით, ამ შემთხვევაში მეთოდიდან უნდა აირჩიოთ: შესაბამისი რეზოლუციის და მასშტაბის.. , რაც გულისხმობს -(შესაბამისი რეზოლუციის და მასშტაბის ორთოფოტოგეგმის, საველე დეშიფრირებისა და ჰორიზონტალური აგგეგმვის კომბინირებული მეთოდი)
რა ღირს ერთი საკადასტრო აზომვითი ნახაზი?
ერთი საკადასტრო ნახაზის(ჩვენს სისტემაში პროექტი) დამუშავების ღირებულებაა 90 თეთრი. ხოლო ხაზოვანი ნახაზის ღირებულება არის 1.5 ლარი.